თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი თავის ბიუროში ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე გაირკვა, რომ კოსტავა–დოლიძე–ხილიანი–ბახტრიონის საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლების ძირითად პრობლემად კვლავ გზებზე ასფალტის დაგება, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება და სადარბაზოების გარემონტება რჩება, რაზედაც მათ მაჟორიტარს საბურთალოს გამგეობასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შუამდგომლობის გაწევა სთხოვეს. დავით ზურაბიშვილი ამხანაგობების თავმჯდომარეებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.